2 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორეელმა არქიტექტორმა შუშის ბიბლიოთეკა შექმნა

ჩამოტვირთვა

შტუტგარტში კორეელმა არქიტექტორმა იუნ იანგ იმ ახალი ბიბლიოთეკის დიზაინი შეიმუშავა. ბიბლიოთეკის მთავარი ღირშესანიშნაობა მკრთალი, ნახევრადგამჭირვალე სახურავია, რომელიც დღის სინათლეს ატარებს და ინტერიერს სიმსუბუქეს სძენს. უზარმაზარი ატრიუმის ცხრავე სართული მრავალი კიბითაა დაკავშირებული. მთელი შენობა ნათელ ფერებშია შესრულებული, ერთადერთი ფერადი დეტალი კი წიგნების ყდებია. შუშის ბლოკებისგან შემდგარი გეომეტრიული ფასადი შორიდან ბადეს წააგავს. კუბის მაგვარი შენობის აგება შტუტგარტის ევროპული კვარტლის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის ნაწილია. ბიბლიოთეკა ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა და მნახველების თქმით, იქ ყოფნა და კითხვა ერთი სიამოვნებაა - იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს, სუფთა ჰაერზე იმყოფები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები