2 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვის პოლიცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ჩამოტვირთვა

ამ წუთებში მოსკოვის პოლიცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და დემონსტრანტებს ბალოტნაიას მოედანთან მისასვლელი ხიდიდან გადასვლას სთხოვს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხიდი ავარიულია და შესაძლოა, ჩაინგრეს, თუ დემონსტრანტები ხიდს არ დატოვებენ, მათზე პოლიცია ძალას გამოიყენებს. მასშტაბური საპროტესტო აქციები კი რუსეთის 40 ქალაქში უკვე ორი საათია მიმდინარეობს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ქვეყნის დიდ ქალაქებში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, სამხედრო ვერტმფრენები და ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასული პოლიცია. კრემლის მართვადი ფედერალური არხები მიმდინარე მოვლენებზე არაფერს ამბობენ. პუტინის რუსეთში საპროტესტო დემონსტრაციას მხოლოდ სოციალური მედია აშუქებს. პროტესტი რუსეთის მთავრობას და რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს, - საპროტესტო აქციებს უცხოეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებიც შეუერთდნენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დემონსტრაციები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ამ წუთებში იწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები