2 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

The New York Times: ”ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, საბჭოთა ტაქტიკის აღდგენა გადაწყვიტა”

ჩამოტვირთვა

”ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, საბჭოთა ტაქტიკის აღდგენა გადაწყვიტა”, - წერს The New York Times-I სარედაქციო სტატიაში. "მისი პარტია, "ედინაია რასია" არჩევნებში გამარჯვებას გაყალბების გზით შეეცადა, მაგრამ როდესაც შედეგები გაუთავებელი საყვედურების მიზეზად იქცა, პუტინი შეეცადა, საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების ინსპირირება აშშ-სთვის გადაებრალებინა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია სხვადასხვა სახის მანიპულაციებზე, რომლებიც პუტინის მომხრეების მიერ ხორციელდებოდა, კლინტონი სერიოზულად შეშფოთდა და განაცხადა, რომ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს შეუძლებელია "თავისუფალი და სამართლიანი" უწოდოს. პუტინის განცხადება, რომ კლინტონის ეს სიტყვები გახდა რუსეთის მოქალაქეების ქუჩაში განუწყვეტელი გამოსვლების მასტიმულირებელი მიზეზი, უბრალოდ, აბსურდია", grafik როგორც სარედაქციო წერილშია აღნიშნული, მომიტინგეები პროტესტის ერთადერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დაიღალნენ და აღშფოთებულნი არიან პუტინის მანიპულაციებით და ამჟამინდელი საქმიანობით. Grafika: "რუსეთი, როგორც ეუთო-ს წევრი, არჩევნებზე დამკვირვებლების ყოფნას დათანხმდა. ქალბატონი კლინტონი და თეთრი სახლი სწორად მოიქცნენ, როდესაც რუსეთში ჩატარებული არჩევნები 8 დეკემბერს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს",-აღნიშნავს The New York Times.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები