2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვში რუსეთის დუმის არჩევნებს აპროტესტებენ

ჩამოტვირთვა

მოსკოვში საპროტესტო აქცია დაიწყო, რომლის მონაწილეებიც დუმის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, - ამის შესახებ "გაზეტა.რუ" იუწყება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა, რომელიც მოსკოვში ბოლო პერიოდში გამართულა. ჩისტიე პრუდიზე მიმდინარე აქციაში ხუთი ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე უკვე დამონტაჟდა სცენა, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "რუსეთი პუტინის გარეშე". მომიტინგეების დიდი ნაწილი პროტესტს სტვენით გამოხატავს. აქციაზე მიმსვლელებს საგანგებო ლენტებს ურიგებენ, რომელსაც აწერია "თაღლითებისა და ქურდების პარტიის წინააღმდეგ". საპროტესტო აქცია სანქცირებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები