0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სსრკ-ის საიდუმლო საქმე - საბჭოთა გემის 3849 მსხვერპლი

ჩამოტვირთვა

უცხოური მედია კომუნისტური ხელისუფლების კიდევ ერთ გასაიდუმლოებულ საქმეზე ალაპარაკდა, ევროპული გამოცემები საბჭოთა გემის ისტორიაზე წერენ, რომელიც 70 წლის წინ ჩაიძირა, უბედური შემთხვევის დეტალებს კი დღემდე გრიფით საიდუმლო ედო. სამგზავრო გემი სახელწოდებით „იოსებ სტალინი“ ბალტიის ზღვაში 1941 წლის 2 დეკემბერს ჩაიძირა. უბედურ შემთხვევას 3849 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც საქვეყნოდ ცნობილი ტიტანიკის მსხვერპლთა რაოდენობაზეც კი მეტია. ეკიპაჟის წევრების გარდა, გემზე 5589 მგზავრი, მათ შორის კუნძულ ხანკოდან ევაკუირებული ოჯახები და წითელი არმიის ახალწვეულები იმყოფებოდნენ. ხომალდი “იოსებ სტალინი“ დიდი ბელადის პირადი ბრძანებით, ტურისტული მოგზაურობებისთვის იყო აგებული, თუმცა მას შემდეგ რაც კუნძულ ხანკოს ფაშისტების მხრიდან საფრთხე დაემუქრა, კომუნისტებმა ტურისტული გემი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენეს და ზედმეტად დატვირთეს. ეკიპაჟმა გემზე კონტროლი შუა ღამით მომხდარი აფეთქების გამო დაკარგა. სამაშველო გემმა მხოლოდ 2500 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, 3849 ადამიანი დაიღუპა დანარჩენები კი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. ტყვეობაში მოხვდა გემის კაპიტანი ნიკოლაი სტეპანოვიც, რომელიც ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ კომუნისტებმა სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და 1944 წელს დახვრიტეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები