0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცხინვალში ალა ჯიოევას მომხრეთა დაპატიმრებებს ელოდებიან

ჩამოტვირთვა

ცხინვალში დღეს ალა ჯიოევას მომხრეთა დაპატიმრებებს ელოდებიან, - ამის შესახებ ჯიოევას შტაბის ყოფილმა უფროსმა მიხეილ ხანიკაევმა განაცხადა. "არის ინფორმაცია, რომ ეს ვიქნებით მე, ბარანკევიჩი და ქელეხსაევი", - განაცხადა ხანიკავემა. მისივე თქმით, ჯიოევას მომხრეთა მიტინგები გაიმართება როგორც ცხინვალში, ისე ყველა რაიონში. "ჩვენ გამოვალთ მოედანზე და მოითხოვთ, ჩვენთან გამოვიდნენ პრეზიდენტი, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და პარლამენტარები", - განაცხადა ხანიკაევმა. უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტში კი აცხადებენ, რომ დღეისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ხელს არ შეუშლიან, თუ მომიტინგეები სამართალს არ დაარღვევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები