0 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეჰრიბან ალიევა - აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი?

ჩამოტვირთვა

აზერბაიჯანის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა, შესაძლოა, ქვეყნის პირველი პირი გახდეს. მისი გაპრეზიდენტების რეალურ შესაძლებლებებზე ადგილობრივი აზერბაიჯანული გამოცემა "აზადლიგი" წერს და არგუმენტად რამდენიმე გარემოებას ასახელებს - ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს არ ამჟღავნებს. ტელეკომპანია "ალ ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას, ალიევმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. მაშინ როცა ილჰამ ალიევს მთელი მსოფლიო დიქტატორად მიიჩნევს, სავსებით შესაძლებელია, მომავალ არჩევნებში პრეზიდენტის პოსტი მეჰრიბანმა დაიკავოს", - წერს გამოცემა. ანალოტიკოსები ამ ვარაუდს საფრანგეთის პირველი პირის, ნოკოლა სარკოზის ბაქოში ვიზიტითაც ამყარებენ. მეჰრიბან ალიევასთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს, საპატიო ლეგიონერის ორდენის გადაცემა პირველი ლედის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების აფიშირება იყო. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჯილდო, რომელიც პირველ ლედის გადაეცა, პრეზიდენტმა ალიევმა ვერ მიიღო. საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენი დემოკრატიის ხელშეწყობისთვის გაიცემა. ალიევს კი ევროპაში დიქტატორად მიიჩნევენ. ამ ნაბიჯით სარკოზიმ ცხადყო, რომ დასავლეთი მეჰრიბანს ქმრისგან დამოუკიდებელ პერსონად განიხილავს. 47 წლის მეჰრიბან ალიევა მილი მეჯლისის დეპუტატი, აზერბაიჯანულ-ფრანგული საპარლამეტშორისო კომისიის ხელმძღვანელი და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები