0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა ცხინვალის ე. წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჩამოტვირთვა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და არალეგიტიმურად ცნოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნები და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვით. ამის შესახებ საუბარია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ გაავრცელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაერთიანება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ნებისმიერი არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და რეგიონის სრული მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით უნდა გაიმართოს. ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ეგრეთწოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც აკეთებს. "ე. წ. არჩევნები წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების სრულ უგულებელყოფას და არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც ლეგიტიმური. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, ადეკვატური შეფასება მისცენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დადგმულ მორიგ ფარსს და განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება", – ნათქვამია დიპლომატიური უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები