0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პორნოვარსკვლავი ჩიჩოლინა მერობისთვის ემზადება

ჩამოტვირთვა

სილვიო ბერლუსკონის წასვლის შემდეგ, იტალიურ პოლიტიკაში მოწყენილობა არ იგრძნობა - იტალიის ექს-დეპუტატი და ყოფილი პორნოვარსკვლავი ჩიჩოლინა ქალაქის მერობისთვის ემზადება. ჩიჩოლინა ქალაქ მონცას მერის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომავალ კვირას უკვე საარჩევნო სიასაც წარადგენს. მასში პირველი ადგილი სკანდალური პოლიტიკოსის პირად ადვოკატსა და საყვარელს, ლუკა დი კარლოს უკავია. "ჩემი საარჩევნო პროგრამის სახელწოდებაა "დემოკრატია, ბუნება, სიყვარული", სიის პირველი ნომერი კი ჩემი ძვირფასი ადვოკატი, ჩემი კომპანიონი და დიდი სიყვარული, ლუკა დი კარლოა. უვე სამი წელია ერთად ვართ", - აცხადებს შტალერი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი რომანის მუხედავად, დაქორწინებას არ აპირებენ. სამაგიეროდ ქალაქ მონცასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა აქვს. მას სურს, რომ მონცა "გამომწვევ ქალაქად" აქციოს. "გვინდა, რომ ქალაქის სამეფო ვილა კაზინოდ გადავაკეთოთ. მასში თამაშის საშუალება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მოქალაქეს შეეძლება და ამით ქალაქს ფინანსური შემოსავალსა და სამუშაო ადგილებს მოვუტანთ. გვინდა, რომ ხალხმა უკეთ იცხოვროს", - ამბობს შტალერი, რომელმაც გუშინ 60 წლის იუბილე აღნიშნა. ჩიჩოლინამ პოლიტიკაში მომრავლებულ სექს-სკანდალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხორციელი ცოდვებისგან არცერთი მოკვდავი დაზღვეული არ არის, თუმცა მაღალჩინოსნებს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს. საპენსიო ასაკს მიღწეული ჩიჩოლინა დღეიდან უკვე სადეპუტატო პენსიის მფლობელი ხდება. 40 პორნოფილმში მონაწილეობის შემდეგ, მან პარლამენტში 5- წელი იმუშავა, რისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფოს ხარჯზე ხელგაშლილად იცხოვრებს. იტალიური კამომდებლობით, მას წლიური შემოსავალი 39 ათასი ევრო დაენიშნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები