0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს ბრიუს ლი 72 წლის გახდებოდა

ჩამოტვირთვა

ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი,ფილოსოფოსი,მსახიობი. რეჟისორი, პროდიუსერი,სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ ერთი მიმდინარეობის ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი ბრიუს ლი 1940 წლის 27 ნოემბერს დაიბადა. 17 წლამდე ჰონ კონგში ცხოვრობდა. 18 წლის ასაკში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რათა გამხდარიყო ამერიკის მოქალაქე და მიეღო უმაღლესი განათლება. ამავე პერიოდში მან დაიწყო საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, რამაც გაუკვალა მას შემდგომში გზა ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში. ბრუს ლი მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატად ითვლება ის სულ 36 ფილმშია გადაღებული. ბრიუს ლი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაუდასტურებელი ვერსიით თავის ტკივილის გამაყუჩებელი პრეპარატით მოწამლეს. მის სიკვდილთან დაკავშირებით უამრავი ჭორი გავრცელდა, ამბობდნენ რომ ბრიუსლი საყვარლის საწოლში დაიღუპა, მეორე ვერსიით ის კონკურენტმა მებრძოლმა მოკლა, არსებობდა სხვა ვერსიებიც თუმცა ოფიციალურად არცერთი მათგანი არ დადასტურებულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები