0 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

290 მილიონიანი განქორწინება ჯგუფური სექსის სანაცვლოდ

ჩამოტვირთვა

დემი მურმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ეშტონ კაჩერს სამუდამოდ ეყრება. ამის მიზეზად ეშტონის ღალატი სახელდება. წყვილს შორის სკანდალის მიზეზი 23 წლის ტეხასელი ქერათმიანი, სარა ლილი გახდა. მისი მტკიცებით, კატჩერი ჯგუფურ სექსზე ოცნებობდა და ამ საქმეში მისი მეგობრის მარტა ბარშევსკის ჩათრევას ლამობდა.საბოლოოდ კი სარასთან 2 საათიან ინტიმურ ურთიერთობას დასჯერდა. ეს ყველაფერი 24 სექტემბერს, კაჩერისა და მურის ქორწინების ექვსი წლის თავზე მოხდა. ორი კვირის შემდეგ კი სარამ მისი და კატჩერის საიდუმლო, ჟურნალ "შუნ"-ს გაუმხილა. დემი მური აცხადებს, რომ მისთვის ამ გადაწყვტილების მიღება ძალიან ძნელი იყო. იგი საზოგადოებას სთხოვს, პატივი სცენ და მის პირად ცხოვრებას საჯაროს ნუ გახდიან. კატჩერი ყოფილი ცოლის განცხადებას "თვითერიდან" შეეხმიანა. მან საკუთარ კედელზე დაწერა: ყოველთვის ბედნიერად გამახსენდება დემისთან გატარებული დრო. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქორწინება კრახით დასრულდა. განქორწინებას დემი მური აშკარად უფრო მძაფრად განიცდის, რადგან მან ბოლო პერიოდში ნერვიულობისგან ისე დაიკლო, რომ მხოლოდ 43 კილოს იწონის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები