0 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალს წაუყენებენ

ჩამოტვირთვა

რამდენიმე საათში საფრანგეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალს წაუყენებენ. ბრალდება ყაჩაღობაა. ბორდოს პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელს. 23-კაციანი ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა. ძარცვავდა და აყაჩაღებდა კერძო სახლებს, მაღაზიებს და საწყობებს. მოპარულ ციფრულ ტექნიკასა და ძვირფასეულობას შემდეგ ისინი ბელგიასა და კავკასიის რეგიონში გასაყიდად აგზავნიდნენ. სპეცოპერაცია საფრანგეთში ჩატარდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ჯგუფი იყო, ამიტომ ოპერატიულ ღონისძიებებში 300 ჟანდარმი მონაწილეობდა. ოპერაცია ერთმანეთის პარალელურად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე რაიონში ერთდროულად მიმდინარეობდა. დაკავებულებს შორის ქართველებთან ერთად, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები