0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯულიან ასანჟი შვეიცარიაში მისი ექსტრადაციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ჩამოტვირთვა

"ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შვეიცარიაში მისი ექსტრადაციის შესახებ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ასანჟიმ გასაჩივრებისთვის საჭირო პროცედურების გავლა უკვე დაიწყო. ბრიტანეთის სასამართლოს შემდგომი ინსტანცია საქმეს 5 დეკემბერს განიხილავს. "ვიკილიქსის" დამფუძნებელს შვეიცარიაში ექსტრადაციის შემთხვევაში სექსუალური დანაჩაულის ჩადენისთვის გასამართლება ემუქრება. ჯულიან ასანჟის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტპორტალმა აშშ-ის საიდულო დიპლომატიური მასალების გამოქვეყნება დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები