0 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალების დეფიციტი გლობალურ დათბობაზე საზიანოა

ჩამოტვირთვა

დემოგრაფები მთელს მსოფლიოში ქალების დეფიციტთან დაკავშირებით განგაშს ტეხენ და აცხადებენ, რომ უახლოეს ათწლეულში ქალების ნაკლებობა კაცობრიობას გლობალურ დათბობაზე უარეს ზიანს მოუტანს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში აბორტების შედეგად 160 მლნ გოგონას ემბრიონი იღუპება მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეულ ქვეყნებში სასურველი მემკვიდრე მხოლოდ ვაჟია. სქესთა თანაფარდობა 100/105 ბიჭების სასარგებლოდ, ყველაზე ადრე ვიეტნამში, ჩინეთსა და ინდოეთში დაირღვა, მისი შედეგებიც პირველად ამ ქვეყნებმა იწვნიეს. თანაფარდობა 100/112-ზე ბიჭების სასარგებლოდ ვიეტნამსა და ინდოეთს ძვირად უჯდება, ქალების ყველაზე მწვავე კრიზისი კი ჩინეთში შეინიშნება, სადაც 100 გოგონაზე 120 ვაჟი მოდის. სპეციალისტთა პროგნოზით, ზრდასრული ქალების დეფიციტი ცალკეული ქვეყნების მოსახლეობას მასობრივი მიგრაციებით ემუქრება. მაგალითად, ჩინელი მამაკაცები დიდი ხანია საცოლის მოსაძებნად უცხოეთში დადიან. ინდოეთში კი ქალების ნაკლებობამ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვეპლად აქცია - ქალი იძულებულია მაზლებს გაუწიოს ”ცოლობა”. დემოგრაფები პროგნოზირებენ, რომ თუ ახალშობილი გოგონების ნაკლებობა მომავალში ზრდასრული ქალების დეფიციტში გადაიზარდა, მრავალქმრიანობა, თუნდაც ფარული, იმ ქვეყნებისთვისაც გარდაუვალი იქნება, სადაც მსგავს მოვლენას ტრადიციები სასტიკად ეწინააღმდეგება. არნახულ მასშტაბებს მიაღწევს სექს-ტურიზმი და სექს-მომსახურების ტარიფები. ფემოგრაფების პროგნოზების კვლადაკვალ გაერომაც გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც სქესთა თანაფარდობის რღვევის გამო მიგრაციის ზრდასა და პროსტიტუციაზე მოთხოვნის ზრდას ვარაუდობს. ყველაზე უარეს სცენარს მეცნიერ-კონსპიროლოგები გვთავაზობენ. მათი ვარაუდით, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული დისბალანსი ახალი ომების საფუძველი გახდება. სანუგეშო მდგომარეობა არც საქართველოშია. ჩვენს ქვეყანაში 100 გოგონაზე 111 ვაჟი მოდის, რითაც ინდოეთსა და ვიეტნამს ბევრად არ ჩამოვუვარდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები