2 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალიევების ოჯახში განხეთქილებაა?

ჩამოტვირთვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახში სკანდალი აგორდა. ილჰამ ალიევის დის, სევილ ალიევას ორგანიზებით მოსკოვში, იგორ ბუტმანის ჯაზ-კლუბში ანსამბლ The Galery of Sevil-ს ახალი ალბომის პრეზიენტაცია გაიმართა. ღონისძიება ალიევას მშობლების ხსოვნას მიეძღვანა, თუმცა ილჰამ ალიევის ოჯახის არცერთი წევრი მას არ დასწრებია. "უცნობია, მიწვეულნი იყვნენ, თუ არა ღონისძიებაზე ალიევები. თუმცა საიდუმლო არ არის, რომ სევილ ალიევას ძმასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს. ამის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, რომ მას პრეზენტაციაზე ილჰამი საერთოდ არ მიეწვია, ან პირიქით, ალიევების ოჯახმა სევილის ორგანიზებულ საღამოს ბოიკოტი გამოუხადა", - იუწყება აზერბაიჯანული რადიო "აზადლიგის" ვებ-გვერდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები