0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიმიტრი როგოზინს ნატო-ს აზრი არ აინტერესებს

ჩამოტვირთვა

ნატო-ში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს დიმიტრი რაგოზინს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეშფოთება არ აინტერესებს. "ნატო-ს შეფასება არ მაინტერესებს. ის ჰუმანიტარული ორგანიზაციაა და არა დამკვირვებელი", - განუცხადა რაგოზინმა რუსულ მედიას. დღეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განცხადება გაავრცელა, სადაც მან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე ფაქტო არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ალიანსი არჩევნებს არ აღიარებს. ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები