მსოფლიო
ობამა მედვედევს შეხვდა
2011-11-13 15:49:44
ჩამოტვირთვა
აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს უმასპინძლა. ვიზიტი აზია - წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტის პარალელურად შედგა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა თანამშრომლობისა და გადატვირთვის პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს.
პრეზიდენტები გლობალურ საკითხებსაც შეეხენ და ირანზე, სირიასა დ ავღანეთზეც იმსჯელეს.
შეხვედრის შემდეგ, დიმიტრი მედვედევი ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. რუსეთის პრეზიდენტმა შეკითხვებსაც უპასუხა. კითხვები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და მსოფლიოში არებულ ფინანსურ კრიზისს ეხებოდა.
კომენტარები