0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბერლუსკონი შაბათს მიდის?

ჩამოტვირთვა

მომავალ შაბათს, შესაძლოა, სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკური კარიერა დასრულდეს. თუმცა მანამდე იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ კრიზისის დასაძლევად დამატებითი პაკეტი უნდა მოიწონოს, რის შემდეგადაც კაბინეტის ხელმძღვანელი, აქამდე არსებული შეთანხმების თანახმად, პოსტს დატოვებს. სერიოზული უთანხმოება რჩება ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბებასთან და კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით იტალიის პოლიტკურ ელიტაში. ქვეყნის პრეზიდენტმა ჯორჯიო ნაპოლიტანომ პრემიერის პოსტზე პარლამენტს მარიო მონტის კანდიდატურა შესთავაზა. მონტი ცნობილი ეკონომისტი და ყოფილი ევროკომისარია. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მარიოს კანდიდატურა ამ პოსტისთვის ზედგამოჭრილია. ზოგი პარტია კი ამ დრომდე დარწმუნებულია, რომ დამატებითი არჩევნების ჩატარებაა აუცილებელი. მეორე მხარის მოსაზრებით, იტალიას არჩევნები კი არა, დამატებითი რეფორმები ესაჭიროება. ევროსაბჭოს ლიდერები შიშობენ წინასაარჩევნო კამპანიას ახალი ანტიკრიზისული გეგმა არ შეეწიროს, გარდა ამისა, ამ ნაბიჯმა, შესაძლებელია, ბაზარში ახალი პანიკის პროვოცირებაც მოახდინოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები