2 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაქცინა, რომელიც მოზარდის კანზე გამონაყარს გააქრობს

ჩამოტვირთვა

აკნე - გამონაყარი სახეზე, რომელიც მილიონობით თინეიჯერისათვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ექიმებმა, ცოტა ხნის წინ, ვაქცინაზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც მოზარდებს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. მედიკამენტი ხელს უწყობს კანის ნატურალური ბალანსის აღდგენას. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში უდიდეს ვაქცინის კომპანიასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყეს. ვაქცინის შექმნის მთავარი მიზანია, გაანეიტრალოს მიკრობებისგან წარმოშობილი პროტეინები, რომელიც ადამიანის კანს ზიანს აყენებს და ლაქების წარმოქმნას უწყობს ხელს. აკნე მაშინ ჩნდება, როდესაც ჯირკვლები დიდი ოდენობით სებიუმს გამოიმუშავებენ, რაც, საბოლოოდ, კანში არსებული ფორების დაბინძურებას იწვევს. ათიდან რვა თინეიჯერს კანზე პრობლემა აწუხებს. მსოფლიოში აკნეს სამკურნალო მედიკამენტებისთვის, საშუალოდ, 1.87 მილიარდი იხარჯება. ინგლისელი დერმატოლოგი, სიუზან ბარონი, აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელმაც პოტენციურად ლაქების გაქრობას უნდა შეუწყოს ხელი, მოზარდებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, ვინაიდან ბევრი თინეიჯერი ამ პრობლემის გამო კომპლექსდება და ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები