0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰარი პოტერი People's Choice Awards 2012-ის ლიდერია

ჩამოტვირთვა

ჰარი პოტერის ბოლო სერია ”ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2” People's Choice Awards 2012-ის უდავო ლიდერია. ფილმი ცხრა ნომინაციაშია წარდგენილი, მათ შორის: ”საუკეთესო ”ბოევიკი”, ”საუკეთესო სამსახიობო კოლექტივი” და ”წიგნის საუკეთესო ადაპტაცია”. მთავარი როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ტიტულისთვის იბრძვის, სადაც მას კონკურენციას ჯონი დეპი, რობერტ პატინსონი, რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი უწევენ. დენიელმა და მისმა სამმა კოლეგამ - ემა ვოტსონმა, რუპერტ გრინმა და ტომ ფელტონმა, უკვე მიიღეს 25-მდე ჯილდო სხვადასხვა კონკურსებზე. The People's Choice awards-ზე გამარჯვებულს მაყურებელი ხმის მიცემის მეთოდით გამოავლენს. ხმის მიცემა 6 დეკემბერს დაიწყება, ხოლო დაჯილდოვების ცერემონია 11 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები