0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

36 წლის ქალი გიგანტური ფეხებით

ჩამოტვირთვა

36 წლის მანდი სელარი უიშვიათესი დაავადებით იტანჯება. მისი ორივე ფეხი გიგანტური ზომისაა და 12 ადამიანის ფეხის მოცულობას უტოლდება. სხეულის ამ ნაწილის ამპუტაცია პაციენტმა ერთხელ უკვე ჩაიტარა, თუმცა ოპერაციიდან 22 თვის შემდეგ, ფეხმა არანორმალური სისწრაფით დაიწყო გაზრდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ თუ ქირურგიული ჩარევით ფეხი არ მოიკვეთება, შესაძლოა, მდგომარეობა დამძიმდეს და მანდი სელარის გარდაცვალება გამოიწვიოს. 36 წლის პაციენტი ერთერთ ინტერვიუში ყვება, რომ როდესაც ფეხის ამპუტაცია გადაწყვიტა, გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო, რომ ოპერაცია შედეგს ვერ გამოიღებდა. მანდი სალარის დაავადება პროტეუსის სინდრომის ანალოგია, რაც ადამიანის ორგანოების არანორმალურად ზრდას გულისხმობს. დაავადება მსოფლიოში 120 ადამიანს აწუხებს. 36 წლის პაციენტი ცდილობს, ნორმალურად იცხოვროს და მისი მდგომარეობის მიუხედავად, ჩვეულებრივ, დამოუკიდებელ ადამიანად აღიქვან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები