მსოფლიო
ჯასტინ ბიბერის საყვარელს მომღერლის გარყვნისთვის ასამართლებენ
2011-11-07 16:20:15
ჩამოტვირთვა
ჯასტინ ბიბერის შვილის დედას, 20 წლის მერაია იტერს არასრულწლოვანის გარყვნისთვის გაასამართლებენ.
ჯასტინი მერაიასთან სექსუალური კავშირის დროს 16 წლის იყო.
საქმით ამერიკული პოლიცია დაინტერესდა, რის შემდეგაც იტერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც მერაია იტერი აცხადებს, 2010 წლის ოქტომბერში პოპ-ვარსკვლავ ჯასტინ ბიბერთან კანადაში გამართული კონცერტის შემდეგ სექსუალური კავშირი ჰქონდა და მისგან დაორსულდა. მერაიამ შვილი უკვე გააჩინა და ახლა ვარსკვლავისგან მამობის აღიარებასა და 12 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ალიმენტის გადახდას ითხოვს.
საქმის მოსმენა სან-დიეგოს სასამართლოში 15 დეკემბერს გაიმართება. პროცესს ჯასტინ ბიბერიც დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ბიბერი იტერთან სექსუალურ კავშირს უარყოფს.
კომენტარები