1 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლოს ანჯელესში ძაღლებს ყეფის გამო დააჯარიმებენ

ჩამოტვირთვა

ლოს-ანჯელესის მთავრობამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვით, ძაღლების პატრონები დაჯარიმდებიან, თუ მათი შინაური ცხოველი გაბმულად 10 წუთზე დიდხანს იყეფებს. ყოველი გადაცდენილი წუთი ძაღლების პატრონებს 1000 დოლარი დაუჯდებათ. ახალი კანონის ინიციატორი ლოს-ანჯელესში მცხოვრები ჰერი ლეონარდია. მას მოსვენებას უკარგავდა მეზობლის ძაღლი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ყეფდა. შეწუხებულმა ამერიკელმა ცხოველთა კონტროლის ადგილობრივ დეპარტამენტში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ადგილობრივ მთავრობას ახალი კანონის მიღება მოსთხოვა. შედეგად, ძაღლებს "უფასოდ" ყეფა გაბმულად მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეუძლიათ. ახალი კანონი ტურისტებსაც ეხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები