მსოფლიო
ფემინისტმა აქტივისტებმა დომინიკ სტროს-კანი ”მოიკითხეს”
2011-11-01 14:33:21
ჩამოტვირთვა
უკრაინული მოძრაობა "ფემენის" აქტივისტებმა პარიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექს-ხელმძღვანელის, დომენიკ სტროს-კანის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.
სტროს-კანმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავები ჩარევას არ ჩქარობდნენ. "საფრანგეთო, გამოდი, გაიხადე, გაიმარჯვე!", - ყვიროდნენ "ფემენის" წევრები.
"ვფიქრობთ, დღეს საფრანგეთში თუ მამაკაცს ფული და ძალაუფლება აქვს, კანონი მისთვის აღარ არსებობს. ამიტომაც ჩამოვედით პარიზში, რომ ფრანგ ქალებს მხარი დავუჭიროთ და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ და ისეთ უგუნურებს ვეწინააღმდგებით, როგორიც სტროს-კანია", - განაცხადეს აქტივისტებმა.
ნიუ-იორკის სასტუმროს დამლაგებელმა 2011 წლის გაზაფხულზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც გაირკვა, რომ დამლაგებელი ნარკომოვაჭრეებთან იყო დაკავშირებული, პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვა.
კიეველი ფემინისტების ”მომდევნო გაჩერება” რომი იქნება, სადაც "ფემენის" წევრები იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ მოაწყობენ აქციას.
კომენტარები