მსოფლიო
გულ-მკერდით მიბმულ სიამის ტყუპებს დღეს განაცალკევებენ
2011-11-01 17:44:37
ჩამოტვირთვა
ორი წლის ტყუპ გოგონებს, რომლებიც ერთმანეთზე გულმკერდითა და მუცლით არიან მიერთებული, განცალკევების ოპერაციას კალიფორნიის საავადმყოფოში დღეს გაუკეთებენ. სტენფორდის უნივერსიტეტის საბავშვო კლინიკის ექიმები ვარაუდობენ, რომ ქირურგიული ჩარევა 9 საათს გაგრძელდებდა და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ანგელიცა და ანგელინა დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. პედიატრ გარი ჰართმენის პროგნოზით, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება.
ექიმები ამბობდნენ, რომ ტყუპების ჯანმრთელობა ერთმანეთზეა მიბმული. თუ ერთერთი მათგანი დაიღუპება, რამდენიმე საათში მეორე დის სიკვდილიც დადგება.
გოგონებს სხვადასხვა გული, ტვინი და მუცელი აქვთ. კლინიკის მონაცემებით, ამერიკაში განცალკევების 6 ოპერაცია ჩატარდა. სიამის ტყუპების დიდი ნაწილი დაბადებისთანავე იღუპება ან რამდენიმე საათს ცოცხლობს. სტატისტიკური მონაცემებით, სიამის ტყუპების მხოლოდ 25 პროცენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა სიცოცხლესთან შეთავსებადი.
ექიმები ვარაუდობენ, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გოგონებს 2 კვირაში გაწერენ. ოპერაციის ღირებულება არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, თანხის ნაწილს ოჯახის სადაზღვევო კომპანია დაფარავს.
კალიფორნიის უნივერსიტეტში სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია უკვე მეორედ ტარდება. პირველი პროცედურა 2007 წლის ნოემბერში ჩატარდა.
კომენტარები