0 4 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დი კაპრიო ახალ გოგოსთან ერთად ნახეს

ჩამოტვირთვა

36 წლის ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო რუმინული წარმოშობის მოდელსა და მსახიობ მადალინა გენეასთან ერთად ნახეს. წყვილი დიკაპრიოს სიდნეის აგარაკზე ისვენებს. აგარაკზე მსახიობი ფილმში "დიდი გეტსბი" გადაღებების დასრულებამდე იცხოვრებს. მადალინამ დიკაპრიოსთან ერთად სახლთან ახლოს ნავით ისეირნა, მოგვიანებით კი საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი წყვილი ვერანდაზე მზეს ეფიცხებოდა. "ლეომ მას უთხრა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მისი მონახულება. გენეამ ამ შესაძლებლობით უკვე რამდენჯერმე ისარგებლა", - განუცხადა დიკაპრიოსთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ ერთ-ერთ ავსტრალიურ გაზეთს, - თუმცა მადალინა სულელი არ არის, მან შესანიშნავად იცის, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია". სერიალ "ჭორიკანას" გმირ ბლეიკ ლაივლის დიკაპრიო ხუთი თვის განმავლობაში ხვდებოდა. მასთან დაშორების შემდეგ ლეონარდოს გვერდით კიდევ ორი მოდელი ნახეს - ავსტრალიელ ტოპ-მოდელი ელის კროუფორდი და 20 წლის მოდელი ქენდალ შულერი. ბლეიკ ლაივლისთან შეხვედრამდე დიკაპრიო ებრალ მოდელს, ბარ რაფაელს ხვდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები