0 4 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ისრაელი ახალწვეულ ქალთა სექსუალური ცხოვრებით დაინტერესდა

ჩამოტვირთვა

კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი სექსუალური ცხოვრებით, ნახულობთ თუ არა ეროტიკულ სიზმრებს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეტისმეტად ბევრს ფიქრობთ სექსზე და გყავთ თუ არა ამჟამად პარტნიორი?... როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მსგავსი კითხვარის შევსებას ისრაელის თავდაცვის არმია ახალწვეულ ქალებს სასწრაფო გაწვევის წინ ავალდებულებს. ისრაელის თავდაცვის არმია გოგონების სექსუალური ცხოვრების გარდა, მათი პოლიტიკური შეხედულებებითაც ინტერესდება. სავალდებულო სამხედრო სამსახურში მისვლამდე, ყველა ქალს მოუწევს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, როგორებიცაა მაგალითად, მიეცი თუ არა ბოლო არჩევნებში ხმა ლიბერალურ პარტიას. ახალწვეულებმა ასევე უნდა დაადასტურონ ან უარყონ მოსაზრება, რომ "ცოლს ყველა მამაკაცი ღალატობს" და რომ "ურთიერთობების უმრავლესობა სიყვარულს სულაც არ ეფუძნება". ისრაელის სამხედრო არმიის პრესსამსახურში, მსგავს შეკითხვებს ტექნიკური შეცდომა უწოდეს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები