1 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა. ნიკა გვარამიას  სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია როგორც „რუსთავი 2“-სთვის 6 7000 ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, ასევე „პორშეს“ ეპიზოდზე დამნაშავედ იქნა ცნობილი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„ნიკა გვარამია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 -ე მუხლის მესამე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2015 წლის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2019 წლის ე.წ. ავტომობილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისიდან. ნიკა გვარამიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ყადაღის და ნივთმტკიცებების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად“, - განაცხადა კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ ჯორბენაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები