1 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მარნეულში 21 წლის მამკაცის ცხედრი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ბოძთან იპოვეს

მარნეულში 21 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გახრამან მურადოვის ცხედარი პოლიციამ  ცოტახნის წინ აღმოაჩინა. ახალგაზრდა კაცი ოჯახი დარწმუნებულია, რომ 21 წლის ბიჭი მოკლეს. ბოლო, ვინც მურადოვი  ნახა მისი ბაბუა იყო.

"გახრამანი გუშინ ღამის ორ საათზე მოვიდა სახლში ვსაუბრობდით ჩაი დავლიეთ, ამის შემდეგ მე დავიძინე და მასაც ვთხოვე რომ დაეძინა,თუმცა ეზოში დარჩა და ტელეფონზე ვიღაცას წერდა, შემდეგ გავიგე ზარი, ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა და ამ ზარის შემდეგ სახლიდან გავიდა,რომ აღარ დაბრუნდა პოლიციაში განვაცხადე პოლიციამ კი ჩემი შვილიშვილი დღეს დილით ხიდთან ახლოს გარდაცვლილი იპოვა. პოლიციის ვერსიით, შემაღლებული ადგილიდან გადმოხტა, ხელი ფეხი და თავი ჰქონდა დაზიანებული. ასევე ჰქონდა მოტეხილობები, არასდროს ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა და მგონია რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს, თუმცა მას არც მტრები ჰყოლია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი"- განმარტა გარდაცვლილის ბაბუამ. 

 

წყარო: ტვ პირველი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები