1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქსტატი: ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. 

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (20.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.3 პროცენტი);  

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.8 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.3 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2022 წლის მაისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები