1 5 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

3 წელში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა - მთავრობა ინვესტორებს ახალ სქემას სთავაზობს

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ინვესტორებს მხარდაჭერის ახალ სქემას შესთავაზებენ, რომლითაც სამი წლის განმავლობაში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობას შეუწყობენ ხელს.

"საქართველოს გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები. ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, არის შეთანხმებული, გავლილი და ამას რამდენიმე დღეში ოფიციალური სახე მიეცემა. 

მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მეგავატამდე ჰესებზე გაცემულია მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად, ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი – ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც, და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე. ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი - სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. სიეფდი ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს.

მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯამში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას", - თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები