0 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,გავთეთრდი, გავხდი, დავნევროზდი, ფიზიკურად დავსუსტდი..."- აი რას წერდა 2 თვით წინ ჟურნალისტი ანა მამულაშვილი, რომელიც მელანომით გარდაიცვალა

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 33 წლის ასაკში, მელანომით გარდაიცვალა. ანა ამ დაავადებას 2013 წლიდან ებრძოდა. 

აი რას წერდა 2 თვით წინ ჟურნალისტი:

გეკითხათ ჩემთვის რისი მეშინოდა ყველაზე მეტად, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ-სიკვდილის. მერე მივხვდი, რომ სიკვდილზე ნერვიულობა ცალსახად-ეგოიზმია! დატირებებიც, ზუსტად ასეთივე ეგოისტური გვაქვს: “მე” რა უნდა ვქნა უშენოდ?! “მე” რა მეშველება შენს გარეშე?! უშენოდ “მე” ვერ გავძლებ! “მე” უშენოდ მოვკვდები! “მე” რა დავაშავე… და ა.შ. საკუთარი ეგო წინა პლანზე და ამით გადაქანცული მიცვალებული  მერე ნელ-ნელა მეგობრებმა დაიწყეს “წასვლა”, სული ამეწვა… ხორცების დაგლეჯა მინდოდა… მკვლელის, ლინჩის წესით, მინდოდა დასჯა…ისევ ეგოისტი გავხდი და მივხვდი, რომ თეორიული ცოდნა იმაზე, რომ ეგოიზმია სიკვდილზე ღელვა, პრაქტიკაში ვერ გამოვიყენე.

ერთ რამეში ვერ ვთანხმდებით მე და ღმერთი: ვერ ვპატიობ სამყაროს ისე მოწყობას, რომ დედა, შეიძლება შვილის, სიკვდილს შეესწროს! არ შეიძლება ამდენი ენერგია, ემოცია, ამდენი დადებითი ენერგეტიკა, ასე უბრალოდ გაქრეს და უცებ გაშავდეს… სანამ, ჯერ კიდევ თენდება, არ დავიღალოთ სიკეთის თესვით, ყოველი საქმის საწყისად სიყვარული ვაქციოთ, რაც შეიძლება მეტ დადებით ემოციას ჩავჭიდოთ ხელი. სხვა ყველაფერი გაქრება, ყველაფერი დაგვეხარჯება, მოგონებების გარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები