0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი


ამ დღეს ურთიერთიობა და საქმიანი კონტაქტები სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. სიყვარულში იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. ეცადეთ, თავშეკავებულად იმოქმედოთ – ნუ ენდობით მაცდურ წინადადებას, ერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას და სარისკო საქმიანობას. მოულოდნელმა ცნობამ შესაძლოა, გეგმები შეგაცვლევინოთ.


კურო


კრიტიკული დღეა. პრობლემების მოგვარების შანსი ძალიან მცირეა. სავარაუდოდ, ურთიერთობა და საქმიანი კონტაქტები სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. მზად იყავით კონკურენტებთან შეჯახებისთვის და ეცადეთ, დაკვირვებით იმოქმედოთ.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერ პრობლემას ადვილად უმკლავდებით, თუმცა ახალი საქმის დაწყება სასურველი არ არის. ჯობს, ჯერ დაგეგმოთ და შემდეგ განახორციელოთ. განსაკუთრებით წარმატებული კოლექტიური საქმიანობა იქნება.


კირჩხიბი


დროა, საქმეებს მიხედოთ, რომლებიც იმდენი დაგიგროვდათ, რომ ბევრი მუშაობა მოგიწევთ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შედარებით დაბალია, ამიტომ მუშაობის დაწყება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი ავტორიტეტის დაცვა მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ინტერესები დაიცვათ და ვინმეს გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. გამორიცხული არ არის, რომ მოვლენების განვითარება თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ.


ლომი


შესაძლოა, ახალმა ამბავმა გეგმების შეცვლა გაიძულოთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, მაგრამ სასიყვარულო გამარჯვებებს ნუ ელით – სავარაუდოდ, სასურველს რეალობად აღიქვამთ. ეცადეთ, უფრო თავშეკავებულად იმოქმედოთ.


ქალწული


კრიტიკული დღეა. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავთ. ამ დღეს პრობლემების მოგვარების შანსი ძალიან მცირეა. ურთიერთობა და საქმიანი კონტაქტები სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. შესაძლოა, ექიმთან თქვენი ვიზიტი უსიამოვნო აღმოჩნდეს, რადგან დიაგნოზი მოულოდნელი იქნება. სიყვარულში იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. ეცადეთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.


სასწორი


მნიშვნელოვანი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს სიფრთხილე გმართებთ. მაცდურმა დაპირებამ და იოლი ფულის შოვნის შეთავაზებამ შესაძლოა, ფინანსურად დაგაზარალოთ. ნუ ენდობით პარტნიორებს და ნაკლები უსმინეთ კოლეგების რჩევებს – ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაუჯერეთ.


მორიელი


მოზღვავებული ენერგია თქვენს შრომისმოყვარეობაზე აისახება. სავარაუდოდ, გეგმის განხორციელებაში უფროსი დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ გადადებთ. ეცადეთ, სერიოზულად და პრინციპულად მოქმედება დაიწყოთ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს. სავარაუდოდ, მოულოდნელ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.


მშვილდოსანი


ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით მიუდგეთ. ამ დღეს წარმატებას მხოლოდ სირთულეების გადალახვის უნარი და თავდაჯერებულობა მოგიტანთ. კოლექტიური საქმიანობა ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობა სასურველ შედეგით დამთავრდება.


თხის რქა


კრიტიკული დღეა. პრობლემების მოგვარების შანსი ძალიან მცირეა. გაითვალისწინეთ, რომ დაბნეულობამ, ზერელე მსჯელობამ და არასერიოზულობამ თქვენი ავტორიტეტი შეიძლება, ძალიან შეარყიოს. მოსალოდნელია მცირე კონფლიქტი გარშემო მყოფებთან.


მერწყული


ეცადეთ, მონახოთ საკუთარ თავში ძალა და დროებით საქმეებს ჩამოსცილდეთ. ეს დღე სულიერ პრობლემებზე ფიქრისა და განმარტოებისკენ განგაწყობთ. შესაძლოა, ნებისმიერმა კონტაქტმა ნეგატიური შედეგები მოგიტანოთ. ეცადეთ, ემოციები დაიცხროთ და მშვიდად იმოქმედოთ.


თევზები


მოულოდნელმა ცნობამ შესაძლოა, თქვენს გეგმებში და მთლიანად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს. ნებისმიერ წარმატებას დიდი ძალისხმევით მიაღწევთ. ერიდეთ დაუფიქრებელ საუბარს და მოქმედებებს. დიდია ტრამვისა და ზარალის შანსი. მგავრობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ. ხანდაზმულ თევზებს ვურჩევთ, ამ დღეს სახლიდან საერთოდ ნუ გავლენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები