0 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ივანიშვილი და მისი გუნდი სჯის ყველა იმ ადამიანს, ვინც სისტემა ღიად ამხილა” – გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

ისნის საოლქო საარჩევნო კომიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებულების, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასებით ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი სჯის ყველა იმ ადამიანს, ვინც სისტემა ღიად ამხილა.

როგორც ადვოკატი მედიასთან აცხადებს, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია.

“წარდგენილი პრეტენზიები არის აბსურდული. სრული უსინდისობაა, როცა ხელისუფლება ადამიანის გარდაცვალებით ცდილობს მანიპულაციასა და პოლიტიკური ქულების დაწერას. ადვოკატებს საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, მაგრამ უკვე ჩანს, რომ ხელისუფლება მას პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს – ეს კი სამარცხვინო და სამართლებრივად საშიშია. დაკავებულები “მთავარ არხზე” გამოვიდნენ და საარჩევნო პროცესი განმარტეს, როგორც საკითხის ექსპერტებმა. როცა არავითარი საფუძველი არ გაქვს ადამიანის დაკავების, გჭირდება ერთი რამ – მოძებნო მოწმე, თითქოს, უდანაშაულები ბრალდებულები არიან. გაუჭირდათ ასეთის მოძებნა”. – აცხადებას ადვოკატი.

შეგახსენებთ, ცესკოს თანამშრომელი, თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში დღეს, 7 ნოემბერს გარდაიცვალა. ქართულმა ოცნებამ მის გარდაცვალებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები