0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოსთვის დღევანდელი არჩევნები არის გადაუჭარბებლად მნიშვნელოვანი და მე ხმა მივეცი “ლელოს”

“ლელოს" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

“რა თქმა უნდა ხმა მივეცი “ლელოს” როგორც განახლების იდეას, ახალ ძალას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს სჭირდება განახლება დაძვრა მკვდარი წერტილიდან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ “ლელოს” შეუძლია. ეს არის ძლიერი გუნდი, რომელსაც აქვს გათვლილი ხედვა და ჰყავს ძალიან ძლიერი ლიდერი. მას შეუძლია ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია გამოასწოროს და დაძრას,”-განაცხადა ჩიხრაძემ. 

“ლელოს” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, 2020 წლის არჩევნების მოლოდინი პოზიტიურია, მას სჯერა, რომ ამ წლის არჩევნები საქართველოსთვის იქნება გარდამტეხი. 

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები