1 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და პარტია „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და  არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს. 

როგორც კობერიძე აცხადებს, აუცილებელია საჯარო ფორმატში განიხილონ შეუქმნის თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს, კოვიდ პანდემიიდან  გამომდინარე, არჩევნების ჩატარება.

“მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით. 

აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე: რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში. 

ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად ღია და არა დახურულ, ერთპარტიულ ფორმატში, როგორც დღეს ამას პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკეთებს, უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე.მივმართავ როგორც კოლეგებს, ისე ოპონენტებს - ამოვიდეთ არა საკუთარი, ვიწროპარტიული პოლიტიკური  ინტერესებიდან, თუ ვის როდის გვაძლევს ხელს არჩევნების ჩატარება, არამედ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს,”-აცხადებს კობერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები