1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“თენგიზ ცერცვაძე ცრუპენტელაა ამდენი გარდაცვლილი პრაქტიკულად არავის არ ყავს მსოფლიოში” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თენგიზ ცერცვაძეს ყუილში ადანაშაულებს.

“თენგიზ ცერცვაძე არის ცრუპენტელა. აქ არ მოგიყვანთ ყველა ქვეყნის ციფრებს, მაგრამ შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ: ამ დროისთვის საქართველოში არის დაახლოებით 5800 ინფიცირებული და ამ რაოდენობის ინფიცირებულების ფონზე 9 გარდაცვლილი დღეში არის ძალიან ბევრი. ამდენი გარდაცვლილი ამ რაოდენობის ინფიცირებულზე პრაქტიკულად არავის არ ყავს მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან 8 თვის თავზე, იმიტომ რომ ქვეყნების უმეტესობაში ისწავლეს მართვა, ეს პერიოდი დაუთმეს მომზადებას, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და ამიტომაც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ სიკვდილიანობა ქვეყნების დიდ ნაწილში ბევრად ნაკლებია, ვიდრე პირველ ეტაპზე იყო. რას დაუთმეს ჩვენთან ეს რვა თვე? ოცნების ახლობელი ბიზნესმენების გამდიდრებას, კორონა ბოსების შიდა ინტრიგებს, უკბილო პიარს და კორუფციას. ამიტომაც ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ნიღაბი, დისტანცია, სიფრთხილე უნდა დავიცვათ ხალხო, თორემ ამათ ხელში მტერი ჩავარდა. მოკვდები და წნევიანი იყო, რა გვექნაო, იტყვიან. შეედავება ვინმე თუ რა?” – წერს ჯანგირაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები