1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე Salesforce-სთან ერთად იზრუნებს

13 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზირებული გამოცდილობის შექმნის მიზნით, მსოფლიოში წამყვან, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა - “Salesforce“-თან თანამშრომლობას იწყებს. კოლაბორაცია ბანკს მომხმარებლებისთვის მის ინტერესებსა და საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული შეთავაზებების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ტრანსფორმაციისაკენ, რომელიც ბანკს მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულ ბიზნეს პლატფორმის მომწოდებლად აქცევს. 

Salesforce-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა და მრავალწლიანი გამოცდილების დახმარებით, ბანკისთვის შესაძლებელი გახდება ერთ პლატფორმაზე გააერთიანოს მისი მომხმარებლის  ყველა  გამოცდილება. პროექტის წარმატების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბანკმა Salesforce-ის მნიშვნელოვან პარტნიორთან, Isobar-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა.  ეს შეთანხმება ბანკს მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროდუქტების თუ  სერვისების შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს. 

„მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა  Salesforce-ს შორის. ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას ჩვენს საქმიანობაში და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები, რათა მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან. გვჯერა, რომ Salesforce-ის მეშვეობით საქართველოს ბანკი შეძლებს კიდევ უფრო უკეთ მოემსახუროს მომხმარებელს, რაც ჩვენთვის ერთის მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს,  დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

“ამ რთულ პერიოდში დიჯიტალიაზაცია უკვე საჭიროება გახდა. კომპანიის ციფრული გარდაქმნის ცენტრში მომხმარებლის დაყენება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, რომელიც უკვე დიდი ხანია საზოგადოებას მრავალფეროვან საკომუნიკაციო არხს სთავაზობს. 360 გრადუსით მომხმარებლის საჭიროებების და ჩვევების გააზრება საქართველოს ბანკს  მისცემს შესაძლებლობას, მათ მაქსიმალურად პერსონიზირებული სერვისი შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა „Salesforce” - თან ერთად დაიწყო“, -განაცხადა პეტრა ჯენერმა, განვითარებად ბაზრებსა და ისრაელში „Salesforce”-ის გენერალურმა მენეჯერმა და უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა. 

ინფორმაციისთვის, „Salesforce“-ი მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაში გლობალური ლიდერია,  რომელიც კომპანიებს აახლოებს საკუთარ მომხმარებელთან. კომპანია 1999 წელს დაარსდა და ის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ზომის თუ ინდუსტრიის ორგანიზაციას ისარგებლოს ისეთი ინსტრუმენტებით როგორციაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რათა დიდმა კომპანიებმა შეძლონ მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროებების  360 გრადუსით დანახვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები