1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მესტიის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს. ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები