1 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

აქ, ახლა მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცე მზად არის  მომხმარებლებისა და სტუმრების მასპინძლობისათვის.

მულტიფუნქციური სივრცე თიბისის განახლებული, პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია და ის მომხმარებელს სრულიად ახლებურ და განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. აქ მოსული სტუმრებისთვის ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელიც მათ საჭიროებებზე, საქმიანობასა და ინტერესებზეა მორგებული. 

სივრცე შენობის 4 სართულზე, 2400 კვ.მ.-ზეა გადანაწილებული და 11 ქვესივრცედ იყოფა. ესენია: საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები. პროექტზე მუშაობა თიბისიმ ორი წლის წინ დაიწყო. იდეა და ჩანაფიქრი ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტო - Sheridan & Co-სთან ერთად განხორციელდა.

მარჯანიშვილის 7 შემოქმედებით-შემეცნებითი ცენტრი და საუკეთესო გარემოა ერთმანეთთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. თიბისი კონცეპტი მუდმივად უმასპინძლებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც, აქ მოსული ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, პროფესიული წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს.

1912 წელს აშენებული ისტორიული შენობა, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობაა, რომელსაც საუკუნოვანი არსებობის მანძილზე არაერთი დანიშნულება ჰქონდა. კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური ასოციაციის ოფისის შემდეგ, 1934 წელს თბილისის ცენტრალურ უნივერმაღად გადაკეთდა. 2003 წელს კი, თიბისის ინიციატივით, შენობას თავდაპირველი იერის შენარჩუნების მიზნით, სრულყოფილი რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ბანკის სათაო ოფისად იქცა.

თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში ინტეგრირებაა. ქალაქის ცენტრალური, ისტორიული შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა აქ, ახლა ახალი კონცეფციით გაცოცხლდა.

თიბისი კონცეპტის სივრცე დღეიდან ყველასთვის ღიაა, მისი მომხმარებლები კი სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები