1 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შენ პარლამენტში “ - ლევან კობერიძე პოლიტიკის მართვის ინოვაციურ პლატფორმას ნერგავს - ვაკის 103 420 ამომრჩეველს ექნება საშუალება, მართოს პოლიტიკა და ვაკის ოლქის მაჟორიტარი

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „შენ პარლამენტში“ პრეზენტაცია გამართა. კამპანია მიზნად ისახავს, რომ საქართველოში პირველად შეიქმნას პოლიტიკის მართვის სახალხო პლატფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლქის ყველა ამომრჩეველი პარლამენტის წევრი გახდება. 

ხალხის მიერ პოლიტიკის მართვის ინოვაციურ მეთოდებზე  ვაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ  პრეზენტაციაზე ისაუბრა და კონცეფცია „შენ პარლამენტში“ ვიზუალურად წარადგინა. 

„საქართველოში პირველად შეიქმნა პოლიტიკის მართვის სახალხო პლატფორმა, რომლის შედეგად ვაკის ოლქის 103 420 ამომრჩეველი თავად გახდება საქართველოს პარლამენტის წევრი. ეს იქნება შესაძლებლობა, ადამიანები პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთონ არა 4 წელიწადში ერთხელ, არამედ 4 წლის განმავლობაში - ყოველდღიურად. პლატფორმას, რომელიც უკვე არსებობს, ცოტა ხანში დაემატება მობილური აპლიკაციაც, რაც ამომრჩეველს ნებისმიერი ადგილიდან მისცემს პროცესში ჩართვის საშუალებას. მაგალითად, კანონპროექტი, რომელსაც მოქალაქე ეთანხმება, შეუძლია, ხმა მისცეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქმეში. შვეიცარიაში, ნორვეგიაში, გერმანიაში ეს სისტემა მუშაობს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ დავნერგავთ საქართველოშიც და ჩვენი იდეა ყველა პოლიტიკოსისთვის გახდება გამოყენებადი,“ - აცხადებს კობერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები