1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას, „ქართული ოცნება“ მზადაა, ნებისმიერი კაპრიზი შეუსრულოს სასამართლო კლანს და ამით მოიპოვოს მისგან ლმობიერება“- ლევან კობერიძე

„ხელისუფლება დღეს არის სასამართლო კლანის გავლენის ქვეშ,“- ამის შესახებ „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას. კობერიძე თვლის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანაა ხელისუფლებაში დარჩენა, ამისთვის კი ყველა გზას იყენებს, მათ შორის სასამართლოს. „ რადგან „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში დარჩენაა, ამისთვის კი ყველა ხერხს იყენებს, მათ შორის სასამართლოსაც.

სასამართლო არის სიტემა, სადაც არასამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის გასაჩივრება. ფაქტობრივად, დღეს ხელისუფლება მზადაა, ნებისმიერი კაპრიზი შეუსრულოს სასამართლო კლანს და ამით მოიპოვოს მისგან ლმობიერება,“-აცხადებს კობერიძე. “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, თუ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, მაშინ ვერანაირ ინვესტიციაზე და ეკონომიკის განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ. „ქართულ ოცნებას“ აქვს იმედი, რომ სასამართლო სისტემასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს, რაც სწორედ კლანის გადმობარებით გამოიხატება სააკაშვილ-ადეიშვილის სისტემიდან „ქართული ოცნების“ სისტემაში და ამით ცდილობენ, მართონ სასამართლო,“ - აღნიშნა კობერიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...