1 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“თუ ამის უნარი აქვს, ტვინი და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, რატომაც არა?” – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის პოლიტიკოსობაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ძალა ერთობაშიას” საარჩევნო სიის პირველ ნომრად გამოცხადების შემდეგ, ბუბა კიკაბიძემ პირველი კომენტარი 4 ოქტომბრის “პოსტ ფაქტუმში” გააკეთა. არტისტმა თქვა, რომ მისი გამოყენება შეხვედრების დროს შეუძლიათ.

ბუბა კიკაბიძე: – მე რუსეთში მოღვაწეობაზე დიდი ხნის წინ ვთქვი უარი. ეს რომ არ გამეკეთებინა ჩემი შვილიშვილების შემრცხვებოდა. არ შეიძლება კაცი, რომ გირტყამს, იმასთან ჩახვიდე და იმღერო.

თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეს მთავრობა წავიდა, მე შეუძლიათ გამომიყენონ მხოლოდ შეხვედრების დროს. სიტყვა მეთქმის რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, სასომხეთსა და ყაზახეთშიც.

არ ვიცი რით დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მაწუხებს ახალგაზრდა თაობის ბედი. მიგდებულია ახალგაზრდობა, სამუშაოები არ აქვთ. რაიონებში ხომ საერთოდ საშინელება ხდება…

ბუბას ამ ნაბიჯთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ მისი დიდი ხნის მეგობარს, ქართული სცენის ლეგენდას – ნანი ბრეგვაძეს.

მან “პრაიმტაიმთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ჯერ მეგობართან არ უსაუბრია, დროის გასვლას ელოდება.

ნანი ბრეგვაძე: – ნამდვილად არ დამირეკავს, არ მისაუბრია. ბოლოს დაბადების დღეზე ვესაუბრე, ძალიან გაუხარდა. გავიდეს დრო და დაველაპარაკები. მე ვიცნობ ბუბას, ვიცი, რომ დრო უნდა გავიდეს და დავურეკავ. მაინც აღელვებულია. ბუბას თავისი ხედვა აქვს, როგორც უნდა, ისე იქცევა.

ყველა ადამიანს ვცემ პატივს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემსახურება. მინდა მოვიდეს ჯგუფი, რომელიც ჩემი საქართველოსთვის გააკეთებს რაღაცას.

– ხელოვანების პოლიტიკაში ჩართვას როგორ უყურებთ?

– თუ ამის უნარი აქვს, ტვინი და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, რატომაც არა? მოვიდეს და იქნებ კულტურის საქმე კარგად წაიყვანოს. ძალიან მიგდებულია კულტურა ჩვენს ქვეყანაში. არადა, კულტურის ქვეყანაა.

ბუბას კარგი უნდა ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება მან რაღაც გააკეთოს, არ ვიცი. დაბეჯითებით, ვერაფერს გეტყვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები