მსოფლიო
პეკინის ქუჩაზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც აივანზე ქურდობის მიზნით იყო ამძვრალი
2019-10-04 13:48:57
თბილისში, პეკინის #22-ში კაცი მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეჭრას სახურავიდან ცდილობდა. შემთხვევის დროს ბინის მფლობელები შინ იმყოფებოდნენ.
მათ სავარაუდო მძარცველი აივანზე გამოკეტეს და 112-ში დარეკეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა კაცი დააკავეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები