ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის გამო 3 ადამიანი დააკავეს
2019-08-21 15:17:27
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალ საქონელს მალევე მიაგნეს და მეპატრონეს დაუბრუნეს.
რაც შეეხება გ.მ.-ს და ნ.კ.-ს, პოლიციამ ისინი იმ დროს შეაჩერა, როდესაც მოპარული საქონელი მიკროავტობუსით წალკა-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე გადაჰყავდათ.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ "ქმარს" თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. "კმაყოფილი ვარ მოსამართლის გადაწყვეტილებით. თავს ისე ვგრძნობ თითქ...
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 28 წლის კაცი დააკავეს. 2024 წლის 13 მარტს, 13 წლის დაზარალებულმა, ბრალდებული სოციალურ ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19...
ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან. გუშინ ღამე 10 ს...
ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში - ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის ს...
მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...
გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...
კომენტარები