1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა, თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს

შსს-მ ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია”-ს ქვე კონტრაქტორი შპს „ალბაირაქი"-ს და შპს "დინამიტი-ლ.დ"-ს თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადებასი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები