0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"მე ვიყავი ძალადობის მსხვერპლი და ვარ იმის მაგალითი, რომ პარლამენტის წევრიც შეიძლება აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა:

 

„დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, უფლებადამცველი, მათ შორის, პარლამენტის წევრი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. თუმცა, ამავდროულად, მოვუფრთხილდები ჩემი გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ჩემ არასრუწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ შემაკავებელ ორდერთან მიმართებაში. არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან მოიტანეს. თუ წაკითხული აქვთ შემაკავებელი ორდერი, ნახავენ, რომ იქ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი. დიახ, საუბარია ყოფილ მეუღლეზე.

ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გავაკეთე კომენტარი, იყო ერთი ადამიანის ძალიან უღირსი პოსტი, სადაც სიცრუე გავრცელდა და იმის გამო, რომ ამას არ მოჰყოლოდა კიდევ ცალკე სპეკულაციები, გავაკეთე კომენტარი. ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად, ჩემი ახლობელი ადამიანების ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები