1 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როდესაც ოკუპაციას აპროტესტებ, სხვისი საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო - ქეთათო ჩარკვიანის მუსიკის აქციაზე დაკვრით უკმაყოფილოა

მომღერალი ქეთათო პოპიაშვილი აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გამოყენებით უკმაყოფილოა.

„ირაკლის მუსიკა თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოლიტ რყევების ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, ყველას უნდება ის, ყველაზე მართალი სიტყვა, რომელსაც ასეთივე უკომპრომისო ცხოვრების წესით გაჯერებული მელოდია და ძლიერი მეტაფორა უმაგრებს ზურგს. უნდათ საკუთარ ახლომხედველურ მიზნებს მოახმარონ, ფონს გავიდნენ, კაი ტიპებად იგრძნონ თავი. ამის იმდენი მაგალითის მომსწრე ვარ, რომ სათვალავიც ამერია – სხვადასხვა მარგინალი პარტიების წინასაარჩევნო მარათონების ბიძგის მიმცემ მუხტად გამოუყენებიათ, თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცისტური წარმონაქმნის ჰიმნიც ყოფილა თურმე, ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნების ერთადერთი იმედიც „მძინარე მზეთუნახავისთვისთვის“’ ძილის დამფრთხობიც და რომელიღაც ჩინოვნიკისთვის თვალის ასახვევადაც გაჟღერებულა.
ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გვინდა, რომ ცოტათი მაინც უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ, ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული განურჩევლად სქესისა, კულტურული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა და რათქმაუნდა მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის. გვინდა, რომ ყველანი დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამაზე ხომ ვთანხმდებით?!

როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა ნდა თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო,"- წერს ქეთათო სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები