1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე : "3 დიდი ტყუილი, რომელიც ხელისუფლებამ ვალების განულებასთან დაკავშირებით გვითხრა.."

"ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე  სოციალურ ქსელში პოსტს  აქვეყნებს :

"3 დიდი ტყუილი, რომელიც ხელისუფლებამ ვალების განულებასთან დაკავშირებით გვითხრა:

1. ბახტაძემ თქვა რომ ვალს შავ სიაში მყოფ 600 ათას ადამიანს გაუნულებენ. 

2. ვითარება ისე დაგვიხატეს, თითქოს ამისათვის 1,5 მილიარდს ხარჯავს ქართუ.

3. აგვიხსნეს რომ ეს მხოლოდ ქველმოქმედებაა და არჩევნებს არ უკავშირდება. 

სინამდვილეში:

1. ვალებს უნულებენ შავ სიაში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებმაც ორი ათას ლარამდე სესხი კონკრეტულ დრომდე აიღეს და ვერ/არ იხდიან. მათი რაოდენობა კი, ბევრად ნაკლებია, ვიდრე 600 ათასი. 

2. ბანკი ქართუ უიმედო ვალებს, რომელსაც სხვა ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები ვერ იღებენ, ყიდულობს მთლიანი თანხის ათ პროცენტზე ნაკლებად. სხვაგვარად რომ ვთქვათ: თუ ასეთი ვალების ჯამი 1,5 მილიარდია, ამაში ქართუ საშუალოდ 100 მილიონს გადაიხდის და ისიც ნაწილ-ნაწილ. 

3. ბახტახის ინიციატივა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა, მთლიანად გამომდინარეობს პირველ ტურში განცდილი მარცხიდან და წაგების შიშიდან. არაფორმალურ მმართველს ხალხი და დაპირებები მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 

P.S: იმ ადამიანებს, რომლებსაც ვალი უნულდებათ, არანაირი ვალდებულება არ აქვთ ხმა სახელისუფლებო კანდიდატს მისცენ. მეტიც, მათ ვალს ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც ჩამოაწერენ. 

ასე რომ, შეუძლიათ ვალი ისე გაასტუმრებინონ ოლიგარქს რომ ლავროვის ფავორიტ ზურაბიშვილს მხარი არ დაუჭირონ."- აცხადებს კაპანაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები