0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თუ ფული თავზე საყრელად გაქვს შეგიძლია ადამანებიც გაწირო" -დაჭრაში ბრალდებული 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

  13 იანვარს ა.წერეთლის გამზირზე, კლუბ "ბასიანში" დაცვის ორი თანამშრომელი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილესთან ერთად დაჭრეს. 

  დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა, თუმცა ის ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილი აღმოჩნდა.. მართალია, მას ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის.  თუმცა,  დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

  აღნიშნულს ერთ-ერთი დაზარალებულის მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა :

" ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, "მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული" და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს შეგიძლია ადამანებიც გაწირო. 
ხუთი შვილის მამა და კიდევ 2 ადამიანი მხოლოდ იმისათვის დაჭრა სასიკვდილოდ რომ შენ გართობას ვირაცამ ხელი შეუშალა. 

ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად და მადლობა ღმერთს გადარცა, თუმცა პოტენციური მკვლელი ისევ თბილისის ქუჩებში მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს. სამი დღეა ჩუმად ვარ და არაფერი არ მითქვამს ამის შესახებ, რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველების და მთავრობის, თუმცა ახლა ძაან დაუცველად ვგრძნობ თავს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები